როგორ ვუყუროთ?

ჩვენი საიტის დახმარებით სპორტული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში ყურება ძალიან მარტივია – შემოდიხართ ჩვენ საიტზე, ირჩევთ სასურველ თამაშს, ირჩევთ სასურველ ლინკს.

თუმცა, არსებობს შანსი, რომ თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს კონკრეტული ლინკი დაბლოკილი ჰქონდეს და ვერ უყუროთ.

ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება კი Google Public DNS-ით არის შესაძლებელი.

რა არის Google Public DNS?

ეს არის დომენური სახელების სისტემა, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს არა რომელიმე ქართული ინტერნეტ პროვაიდერი, არამედ თვითონ Google.

რატომ უნდა გამოვიყენო Google Public DNS?

გუგლის DNS არის უფრო დაცული და სწრაფი. მისი გამოყენების შემთხვევაში თქვენ თავის უსაფრთხოდ გრძნობის მეტი საფუძველი გექნებათ და გარდა ამისა, აჩქარდება ინტერნეტ ბრაუზერის მოხმარების სიჩქარეც.

გუგლის DNS-ის მოხმარება რეკომენდებულია ყველა მოწყობილობაზე, რომელიც ინტერნეტშია ჩართული – კომპიუტერზე, ტაბლეტზე, მობილურზე და სათამაშო კონსოლებზეც კი (Playstation, Xbox). დიახ, თუ თქვენ ონლაინში თამაშობთ, მაშინ Google Public DNS ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

და ჩვენ შემთხვევაში რაც ყველაზე მთავარია – თუ თქვენმა ინტერნეტ პროვაიდერმა რომელიმე საიტი დაგიბლოკათ, Google Public DNS-ის გამოყენების შემთხვევაში ამ საიტზე მაინც უპრობლემოდ შეხვალთ.

როგორ ვისარგებლოთ Google Public DNS-ით?

Google Public DNS-ით სარგებლობა უფასოა. უბრალოდ საჭიროა თქვენთვის სასურველი მოწყობილობის პარამეტრებში მცირე ცვლილებების შეტანა.

გთავაზობთ ოფიციალურ ინსტრუქციებს სისტემების მიხედვით:

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მოგვწერეთ.