პარტნიორული პროგრამა

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს პარტნიორულ პროგრამაში, აუცილებელია გქონდეთ რომელიმე უცხოური საფეხბურთო გუნდის ინტერნეტ ფან-კლუბი.

თანამშრომლობის პირობები ასეთია: თქვენი კლუბის ყოველი თამაშის წინ, საიტზე სიახლის სახით უნდა დაწეროთ ასეთი ტექსტი: “მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ საიტი LiveTV.ge“. თუ საიტზე სხვა ლინკებსაც დებთ, აუცილებელია ჩვენი ლინკი იყოს მითითებული პირველი, იკითხებოდეს საიტის მისამართი და მასზე დაჭერით გადმოდიოდეს ჩვენს საიტზე.

ამ მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, ჩვენი საიტის საიდბარში ჩაისმევა თქვენი საიტის ბანერი (300×50).

თანამშრომლობის გაწყვეტის წესი: ჩვენი საიტი უფლებას იტოვებს, პარტნიორ  საიტთან თანამშრომლობა გაწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორ საიტზე, 3 მატჩის განმავლობაში, არ დაიდება ჩვენი საიტის ლინკი.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.